X

ლექციები და ტრენინგები

”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის” დახურვის ცერემონია

2013 / 09 / 26

2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის” კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის და პროგრის დახურვის ცერემონიას. 

”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა” არის ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში საქართველოს 17 პოლიტიკური პარტიის 36-მა წარმომადგენელმა გაიარა 7-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკური სოციოლოგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის და სხვა სასწავლო კურსებს.

პროექტის დახურვის ცერმონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მმართველობისა და დემოკრატიის ოფისის განყოფილების უფროსი დანიელე რიფი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა კირბსი, ასევე ახალი მემარჯვენეების ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე და ლექტორი ემზარ ჯგერენაია. 

 

 

 
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.