X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“ დასრულების ცერემონია

2013 / 11 / 15

2013 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის ”საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებებს წარმართვის ტექნიკაში” 2013 წლის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დიანა ჟანსე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. მომხსენებლებმა მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას კურსის დახურვა და ასევე მონაწილეთა ახალი, მეოთხე ნაკადის მიღება. ცერემონიას დაესწრნენ პროგრამის მონაწილენი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის წარმომადგენლები. ცერემონია დასრულდა ოფიციალური წვეულებით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.