X

ლექციები და ტრენინგები

ლექცია თანამედროვე საქართველო და მისი უსაფრთხოების პრობლემების შესახებ

2014 / 01 / 09

2014 წლის 9 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ალექსანდრე რონდელმა ჩაატარა ლექცია ამერიკის ოთხი კოლეჯის - მაუნთ ჰოლიოკის, სმიტის, უელსლის და უილიამსის - სტუდენტებისთვის. ლექცია "თანამედროვე საქართველო და მისი უსაფრთხოების პრობლემები" ეხებოდა საქართველოს ახლანდელ, პოლიტიკურად რთულ მდგომარეობას და ინტენსიურ გეოპოლიტიკურ პრობლემებს. ალ. რონდელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მუდმივად უხდება ბრძოლა გადარჩენისთვის, რადგან მუდმივად განიცდის ზეწოლას აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. სტუდენტები დაინტერესდნენ 2008 წლის მოვლენებისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ინფორმაციით და ბევრი კითხვაც დასვეს. ალ. რონდელმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და ილაპარაკა საქართველოს ეროვნული იდენტობისა თუ რუსეთ-საქართვლოს ურთიერთობების რთულ და მრავლისმომცველ პრობლემებზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.