X

ლექციები და ტრენინგები

ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის დასრულებისაა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია

2014 / 07 / 07

2014 წლის 7 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა სასწავლო პროგრამის ”ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა” 2013-2014 წწ. კურსის  დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია. 

პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. 

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი. 

ბატონმა ნორლანდმა მიულოცა კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულება და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) წვლილი დემოკრატიის, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობასა და რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გაღრმავებაში. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.