X

ლექციები და ტრენინგები

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის დასრულების ცერემონია

2014 / 07 / 04

2014 წლის 4 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის” კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის და პროგრის დახურვის ცერემონიას. 

პროექტის ფარგლებში საქართველოს 17 პოლიტიკური პარტიის 32-მა წარმომადგენელმა გაიარა 4-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავდა პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკური სოციოლოგიის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის და სხვა სასწავლო კურსებს.

”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა” არის ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ახორციელებს ორგანიზაცია ”ჯეი-თი-აი კავკაზუსის” ფინანსური მხარდაჭერით.  

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების პროცესს.       

პროექტის დახურვის ცერმონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი და ჯეი-თი-აი კავკაზუსის კორპორატიულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ოვიდიუ ჩერნეი. 

 

 

 
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.