X

ლექციები და ტრენინგები

გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის პროგრამა

2014 / 10 / 03

2014 წლის 3 ოქტომბერს  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის პროგრამის გახსნის ცერემონიას. 

პროექტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი და ”ჯეი-თი-აი კავკაზუსის” კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ოვიდიუ ჩერნეი.  
ფონდის მიერ განხორციელებული და ”ჯეი-თი-აი კავკაზუსის” მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდა გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის, ასევე ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.  პროექტი გამიზნულია საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებისთვის, ამისათვის, სასწავლო კურსებში მონაწილეობის მისაღებად, შეირჩა 18 მონაწილე. ლექციებს უძღვებიან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ მკვლევრები.  

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.