X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“ დასრულების ცერემონია

2015 / 02 / 25

2015 წლის 25 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის ”საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებებს წარმართვის ტექნიკაში”  2014-2015 წლის კურსის დახურვის ცერემონია.  

 ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი და პროექტის მენტორი და ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა. 

მომხსენებლებმა მიულოცეს პროგრამის მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება. ცერემონიას დაესწრნენ პროგრამის მონაწილენი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები და ფონდის ალუმნები. ღონისძიება ოფიციალური წვეულებით დასრულდა.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.