X

ლექციები და ტრენინგები

გლობალური პოლიტიკის, ევროინტეგრაციისა და გლობალური ეკონომიკის კურსის დახურვის ცერემონია

2015 / 02 / 26

2015 წლის 26 თებერვალს  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა "გლობალური პოლიტიკის, ევროინტეგრაციისა და გლობალური ეკონომიკის პროგრამის” დახურვისა და კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას. 16 საჯარო მოხელეს გადაეცა 4-თვიანი, ინტენსიური პროგრამის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, ”ჯეი-თი-აი კავკაზუსის” კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ოვიდიუ ჩერნეი და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი.  

ფონდის მიერ განხორციელებული და ”ჯეი-თი-აი კავკაზუსის” მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენდა საშუალო რგოლის საჯარო მოხელეების  შესაძლებლობების გაზრდა გლობალური ეკონომიკისა და პოლიტიკის, ასევე ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.  

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.