X

ლექციები და ტრენინგები

პროგრამის „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ კურსდამთავრებულთა გასვლითი ღონისძიება შატ-მუხრანში

2015 / 05 / 30

2015 წლის 30 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთოებების კვლევის ფონდმა მოაწყო გასვლითი ღონისძიება შატო-მუხრანში პროგრამის „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ კურსდამთავრებულებისათვის (CBGL). ქალაქგარეთ გასვლითი ღონისძიება მიზნად ისახავდა პროგრამის  სხვადასხვა კურსის მონაწილეებისთვის ერთმანეთთან დაახლოების შესაძლებლობის მიცემას.

ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ჯამში 70 კურსდამთავრებული დაესწრო. დღის წესრიგის ძირითადი თემა წარმოადგინა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრულმა პროფესორმა - თორნიკე შარაშენიძემ „საქართველო რიგის სამიტის შემდგომ: მოლოდინები და რეალობა“. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ, ტრენინგის კურსდამთავრებულები  ჩაერთვნენ დისკუსიაში და  დააფიქსირებს განსხვავებული მოსაზრებები.

ამ დრომდე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ჩატარებული აქვს სემინარების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე პროგრამის (CBGL) კურსდამთავრებულთა ხუთი ჯგუფისთვის. მთლიანობაში, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის 73-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა სემინარებში. კურსები მოიცვა ხუთი სხვადასხვა თემატიკა: 21-ე საუკუნის  უსაფრთხოების გამოწვევების და საგარეო პოლიტიკა საქართველოსთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ტერორიზმი.

ღონისძიების ფორმალური ნაწილის დასასრულს, კურსდამთავრებულებს, რომლებიც ესწრებოდნენ ლექციებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების შესახებ, გადაეცათ კურსის დასრულების სერთიფიკატები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.