X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ”ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა” დასრულების ცერემონია

2015 / 07 / 22

2015 წლის 22 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა სასწავლო პროგრამის ”ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა” 2014-2015წწ. კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია. 

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ეკა მეტრეველი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, საზოგადოებრივი საქმეების უფროსი - კორტნი ოსტრიანი. 

ქალბატონმა ოსტრიანმა მიულოცა კურსდამთავრებულებს  პროგრამის დასრულება და ხაზი გაუსვა აღნიშნული პროგრამისა და მისი კურსდამთავრებულების მნიშვნელოვან როლს საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. 

ქალბატონმა ოსტრიანმა ასევე მიულოცა პროგრამის ახალ ნაკადს, 27 საჯარო მოხელესა და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენელს ტრენინგის დაწყება. 

პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.  პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი  ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.