X

ლექციები და ტრენინგები

„სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოესბისათვის“ მონაწილეებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა

2015 / 09 / 19

2015 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით შატო მუხრანში პროექტის „სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოესბისათვის“ მონაწილეებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებში ცოდნის გაღრმავება და პროექტის მონაწილეებისათვის პროფესიული კავშირების გაცვლის შესაძლებლობების შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 16 სხვადსხვა პოლიტიკური პარტიის,  როგორც მმართველი კოალიციის, ასევე, საპარლამენტო და არასაპარლამენტი ოპოზიციის 26-მა წარმომადგენელმა.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა, რის შესახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ ისაუბრა.  ასევე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პრემიერ მინისტრის რუსეთის საკითხებში გარკვეული სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთი დღის წესრიგის თემასთან დაკავშირებით.  შეზღუდული გრაფიკის და თემატიკასთან აქტიური დისკუსიის მიუხედავად, დარჩენილი დრო მონაწილეების არაფორმალურ ურთიერთობებს, ერთმანეთში იდეები გაცვლას და სოციალიზაციას დაეთმო.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.