X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია შუა აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესების სტრატეგიული შეფასების შესახებ

2015 / 10 / 22

2016 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა ამერიკელი ექსპერტის, დოქტორ დევიდ გრეის საჯარო ლექცია თემაზე - შუა აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესების სტრატეგიული შეფასება. დევიდ გრეი, აშშ და გლობალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების სფეროს ექსპერტი, მოწვეული იყო, როგორც ღონისძიების სპეციალური სტუმარი და მომხსენებელი. 

პრეზენტაცია გაიმართა საქართველოში ამერიკის საელჩოს „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სხვადასხვა პროგრამის კურსდამთავრებულები და ადგილობრივი ექსპერტები. ლექციის შემდეგ გაიმართა  დისკუსია, რომელშიც  აქტიური მონაწილეობა მიიღო აუდიტორიამ. საჯარო ლექციის მიზანი იყო ადგილობრივი ექსპერტებისთვის შუა აღმოსავლეთის რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ექსპერტული ცოდნა-გამოცდილების გაზიარება.

დოქტორ დევიდ გრეის აქვს ფართო ექსპერტული გამოცდილება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. მას განხორციელებული აქვს პროექტები ამერიკის თავდაცვის, ენერგეტიკის, შიდა უსაფრთხოების, იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტებისთვის. დევიდ გრეი ასევე თანამშრომლობდა გაეროს, აშშ-ის კონგრესისა და ეროვნული სადაზვერვო საბჭოს უსაფრთხოების პროექტებში. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს გლობალური უსაფრთხოების მისიებს ევროპაში, აზიის, აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში. დევიდ გრეი თანამშრომლობს თავდაცვის, ძალოვან, უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სფეროს ორგანიზაციებთან მსოფლიოს მასშტაბით. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.