X

ლექციები და ტრენინგები

ათათურქის ლიდერობის პროგრამის დასრულების ცერემონია

2015 / 12 / 01

2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ათათურქის ლიდერობის პროგრამის მესამე ნაკადის სწავლების დასრულების საზეიმო ცერემონია.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენტ გუმრუქჩუ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს  ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საგანმანათლებლო კურსის ხელმძღვანელები, ლექტორები, პროგრამის მონაწილეები - ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები და აკადემიური წრის წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიო სტუმარმა, ბ-მა გუმრუქჩუმ საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეებს, 30 კურსდამთავრებულს, ტრენინგის დასრულების  დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის პროგრამის მესამე ნაკადის სალექციო კურსი 2015 წლის მაისში დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული სემინარები  ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა: დიპლომატია, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, სტრატეგია, ეკონომიკა,ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა.

ათათურქის სახელობის ლიდერობის პროგრამა 2013 წლიდან მიმდინარეობს.  პროგრამის სამივე ნაკადის ფარგლებში, სულ  65  მონაწილე გადამზადდა.  პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა საჯარო მოხელეებში ლიდერის უნარების განვითარება. პროექტი ასევე ხელს უწყობს ქართულ-თურქული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას. პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.