X

ლექციები და ტრენინგები

გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის პროგრამის დასრულების ცერემონია

2015 / 12 / 08

2015 წლის 8 დეკემბერს  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის პროგრამის დასრულების საზეიმო ცერემონია. 

პროგრამის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა მეტრეველმა, ასევე ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა,  პროფესორმა მერაბ კაკულიამ  და „ჯეი-თი-აი კავკაზუსის“ მენეჯერმა კორპორაციულ საკითხებში ივანე ხასიამ. მანვე პროექტის კურსდამთავრებულებს, 14 საჯარო მოხელეს, პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.  

ოთხთვიანი ტრენინგის ფარგლებში  ფონდის თანამშრომლებმა და  მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს თეორიული და პრაქტიკული სემინარები ეკონომიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საგარეო, საჯარო და ეთნიკური პოლიტიკის, მასმედიისა და კომუნიკაციის საკითხებზე.   

გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის პროგრამა მეოთხე პროექტია, რომელიც ფონდში „ჯეი-თი-აი კავკაზუსის“ მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამის მიზანია საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა გადამზადება, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, საჯარო სექტორის ეფექტურობის გაზრდა და საჯარო დებატების კულტურის დახვეწა-განვითარება. 

„ჯეი-თი-აი კავკაზუსთან“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომლობას 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ ჩატარდა ოთხი პროექტი და სულ 64 საჯარო მოხელემ გაიარა სასწავლო კურსები. პროგრამების სასწავლო თემატიკა შეეხებოდა ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ფინანსები,  ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საჯარო და საგარეო პოლიტიკა, მედია და ეთნიკური პოლიტიკა.  ამგვარი პარტნიორობა მაგალითია კერძო და საჯარო სექტორებს შორის მუშაობისა და  ხელს უწყობს ქვეყანაში ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარებას. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.