X

ლექციები და ტრენინგები

"ჩემი სამყაროს" ვიქტორინა წეროვანის #3 საჯარო სკოლაში

2016 / 05 / 10

2016 წლის 10 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში წეროვანის #3 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებისათვის ჩაატარა ვიქტორინა. 

პროექტი „ჩემი სამყარო“, გარდა კვარტალური ჟურნალების „ჩემი სამყარო“ გამოცემისა, რომლებიც რიგდება როგორც აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილთა სკოლებში ზუგდიდსა და წეროვანში, ისე თბილისის რამდენიმე სკოლასა და რეგიონებში,  მოიცავს ამ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ინფორმაციის საფუძველზე ვიქტორინების ჩატარებას.

ვიქტორინებში მონაწილეობას იღებენ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, ძირითადად, 8-12 კლასების მოსწავლეები. ვიქტორინაში საუკეთესო შედეგების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებიც საჩუქრდებიან პრიზებით. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო 112 მოსწავლემ.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.