X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო ვიზიტი ტალინში

2016 / 05 / 13

2016 წლის 9-13 მაისს სასწავლო პროგრამის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში გაიმართა სასწავლო ვიზიტი ქალაქ ტალინში. 

აღნიშნული პროგრამის განხორციელებას მხარს უჭერს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მიერ. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

სასწავლო ტურის მიზანია  ქართველ საჯარო მოხელეებს გააცნოს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში წამოჭრილი მთავარი საკითხები, ასევე, გააღრმავოს მათი საერთაშორისო კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებების უნარები. 

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახლვედიანმა და ესტონეტის დიპლომატიური სკოლის დირექტორმა ეკე ნომმა პროგრამის მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.