X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამა ჟურნალისტებისთვის ეკონომიკაში, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებში

2016 / 06 / 02

2016 წლის 2 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დაიწყო სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის ეკონომიკაში, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიაში, რომელიც ხორციელდება კომპანია „JTI Caucasus”-ის ფინანსური მხარდაჭერით.

კომპანია "JTI Caucasus"-ის კორპორატიულ საქმეთა და კომუნიკაციების დირექტორი ოვიდიუ კარნეი მიესალმა პროგრამის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ კარგად ინფორმირებული ჟურნალისტები ქვეყანაში  განვითარებული ეკონომიკური და გეო-პოლიტიკურ მოვლენების მონიტორინგს უკეთესად ახორციელებენ. 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მასკომუნიკაციების პროფესორმა მაია მიქაშავიძემ ჩაატარა ლექცია მასმედიის როლისა და პოლიტიკურ პროცესებში მისი მნიშვნელობის შესახებ.

ორთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენელი ახალგაზრდა ჟურნალისტები გაიუმჯობესებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა და ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, მასმედია და პოლიტიკური კომუნიკაცია და პოლიტიკური იდეოლოგიები.

ეს სასწავლო პროგრამა არის უკვე მეხუთე პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთოებების კვლევის ფონდი კომპანია „JTI Caucasus”-სთან თანამშრომლობით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.