X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო საჯარო მოხელეების ტრენინგი

2016 / 09 / 05

2016 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დაიწყო სასწავლო კურსი ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში".

სასწავლო კურსის მონაწილეებს პირველი ლექცია ჩაუტარა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანი მაჭარაშვილმა საჯარო პოლიტიკის ანალიზსა და პოლიტიკური დოკუმენტის შექმნის შესახებ.

შვიდთვიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში და ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.