X

ლექციები და ტრენინგები

ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსის დასრულების ცერემონია

2016 / 09 / 16

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში პროგრამის „სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის ეკონომიკაში, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებში“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

ორთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელმა 14-მა  ახალგაზრდა ჟურნალისტმა გაიუმჯობესა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა და ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, მასმედია და პოლიტიკური კომუნიკაცია და პოლიტიკური იდეოლოგიები.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა უკვე მეხუთე პროექტი იყო, რომელიც ფონდმა კომპანია JTI Caucasus-სთან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.