X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“ დასრულების ცერემონია

2016 / 10 / 05

2016 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში” 2015-2016 წწ. კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი და საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი მოლი ლიენი, რომელთაც მიულოცეს კურსდამთავრებულებს სასწავლო კურისის წარმატებით დასრულება და მიესალმნენ ახალ ნაკადს.

პროექტი მიზნად ისახავს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში.

პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS).

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.