X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია თემაზე „არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში“

2016 / 10 / 17

2016 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებულ საჯარო ლექციას თემაზე „არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში“. ლექცია წაიკითხა ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის დემოკრატიული პროექტის დირექტორმა ჯონ ფორტიემ.

ჯონ ფორტიე არის გაზეთ „Hill“-ისა და ჟურნალ „Politico“-ს მუდმივი მიმომხილველი, ხშირად მონაწილეობს  წამყვან ტელევიზიებში -  „ABC’s“, „CNN“, „Fox News“, CBS News“, „BBC“-ში - არჩევნებთან და სამთავრობო დაწესებულებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.  

ჯ. ფორტიემ ისაუბრა აშშ-ის საარჩევნო სისტემის თავისებურებებზე, იმ საფრთხეებზე,   რაც შეიძლება გაჩნდეს საარჩევნო პროცესსა და  სხვადასხვა საარჩევნო ციკლში ჰაკერული შეტევების შედეგად. მან ასევე შეაფასა ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები და მიმოიხილა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება და საარჩევნო სისტემის რეფორმირების პერსპექტივები.

საჯარო ლექციას ესწრებოდა ეროვნული უსაფრთხოების  საკითხებზე მომუშავე საზოგადოება, ძირითადად, საჯარო მოხელეები  - ფონდის სხვადსხვა  სასწავლო პროგრამის ამჟამინდელი მონაწილეები თუ კურსდამთავრებულები.

ლექციის ბოლოს მომხსენებელმა  დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.