X

ლექციები და ტრენინგები

სალექციო კურსი თემაზე „ირანი და რეგიონი“

2016 / 11 / 12

2016 წლის 3-12 ნოემბერს შუა აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა და  ფონდ ჯეიმსთაუნის შუა აღმოსავლეთის კვლევების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექს ვატანკამ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) ჩაატარა სალექციო კურსი თემაზე „ირანი და რეგიონი“.

კურსი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ირანისა და ირანული პოლიტიკის შესავალი, 1941 წლიდან დღემდე ირანსა და აშშ-ის ურთიერთობების ისტორია, ირანის ურთიერთობები ჩრდილოეთ სამეზობლოში (რუსეთი, ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები), ირანის საგარეო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები (ევროკავშირი, თურქეთი, ჩინეთი, იაპონია და სხვა.) და ასევე მისი როლი მთელი რეგიონის სატრანსპორტო და ენერგოპროექტებში.

სალექციო კურსი ჩატარდა „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.

სასწავლო პროგრამას ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.