X

ლექციები და ტრენინგები

პროექტ -“სასწავლო კურსი პოლიტიკური პარტიების წევრთათვის” კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია

2009 / 12 / 01

2009 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტ “სასწავლო კურსი პოლიტიკური პარტიების წევრთათვის“ კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სწავლების გზით, საქართველოში პოლიტიკური კულტურის გაძლიერება. სასწავლო კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები, მონაცემთა ანალიზი, საერთაშორისო ურთიერთობები, კონსიტუციონალიზმი, სამართლებრივი ჩარჩოები და სხვა.

პროექტის პირველი ციკლი წარმატებით დაასრულა 11 პოლიტიკური პარტიის 26-მა წარმომადგენელმა. პროექტის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებსა და ახალ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ბატონმა დენის კიფმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ბატონმა ალექსანდრე რონდელმა.

კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.