X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო პროგრამა „კვალიფიკაციის ამაღლება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში: მაგალითები განვითარების გამოცდილებიდან“

2004 / 02 / 05

2004 წლის 5 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, სასაკავას მშვიდობის ფონდთან ერთად დაიწყო სასწავლო კურსი „კვალიფიკაციის ამაღლება გადაწყვეტილების სტრატეგიული მიღების პროცესში: მაგალითები განვითარების გამოცდილებიდან“. კურსში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა პროფესიონალები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მონაწილეები წარმოადგენენ სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებსა და მედიას. სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს: „პატარა სახელმწიფო უსაფრთხოების ძიებაში“; „ეკონომიკური კრიზისი და მისი გადალახვის პროცესი კორეის რესპუბლიკაში“; „სახელმწიფო სტრატეგიები გლობალური გარდაქმნის პროცესში“; „იაპონიის თანამედროვე ეკონომიკა“; „ეკონომიკური პოლიტიკა ტრანსნაციონალურ ქვეყნებში“. სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა ორი კვირა. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.