X

ლექციები და ტრენინგები

აკა მორჩილაძის ლექცია უილიამსის კოლეჯის სტუდენტებისთვის

2017 / 01 / 12

2017 წლის 12 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა ლექცია უილიამსის კოლეჯის სტუდენტებისთვის, რომელიც წაიკითხა გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა, ისტორიკოსმა გიორგი ახვლედიანმა (აკა მორჩილაძემ).

ლექციაზე მომხსენებელმა სტუდენტებს მოკლედ და საინტერესოდ გააცნო საქართველოს ისტორია, კულტურა, რელიგია; ილაპარაკა შედარებით უცნობი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ლექციის დასასრულ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

ლექცია ჩატარდა უილიამს კოლეჯის სამკვირიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს უილიამს კოლეჯიდან საქართველოთი დაინტერესებული სტუდენტების ჩამოყვანას, მათთვის საქართველოს ისტორიის, კულტურის, პოლიტიკის გაცნობასა და მათ სტაჟირებას სხვადასხვა სფეროში. ეს პროგრამა, სხვადასხვა სახით, 1987 წლიდან არსებობს.

დაწვრილებით პროგრამის შესახებ იხ.: https://international.williams.edu/williams-in-georgia/

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.