X

ლექციები და ტრენინგები

ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელთა სემინარი უილიამსის კოლეჯის სტუდენტებისთვის

2017 / 01 / 17

2017 წლის 17 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ლექცია უილიამსის კოლეჯის სტუდენტებისთვის, რომელიც წაიკითხეს ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა შოთა უტიაშვილმა და ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

ლექციაზე მომხსენებლებმა სტუდენტებს მოკლედ გააცნეს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური გარემო და მისი ადგილი მსოფლიო რუკაზე. შოთა უტიაშვილმა ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ. კახა გოგოლაშვილმა მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ისტორიული ურთიერთობები, ისაუბრა სამეზობლო პოლიტიკაზე,  აღმოსავლეთ პარტნიორობასა და  ორმხრივ ურთიერთობებზე, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. 

ლექცია ჩატარდა უილიამს კოლეჯის სამკვირიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს უილიამს კოლეჯიდან საქართველოთი დაინტერესებული სტუდენტების ჩამოყვანას, მათთვის საქართველოს ისტორიის, კულტურის, პოლიტიკის გაცნობასა და მათ სტაჟირებას სხვადასხვა სფეროში. ეს პროგრამა, სხვადასხვა სახით, 1987 წლიდან არსებობს.

დაწვრილებით პროგრამის შესახებ იხ.: https://international.williams.edu/williams-in-georgia/

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.