X

ლექციები და ტრენინგები

მუსტაფა ქემალ ათათურქის ლიდერობის პროგრამის დასრულების ცერემონია

2017 / 03 / 23

2017 წლის 22 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა მუსტაფა ქემალ ათათურქის ლიდერობის პროგრამის 2016-2017 წწ.  კურსის დახურვის ცერემონია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენტ გუმრუქჩუ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ჰუსეინ სანლი.

გამომსვლელებმა პროგრამის მონაწილეებს მიულოცეს კურსის წარმატებით დასრულება და გადასცეს სერტფიკატები.

ერთწლიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, ჯამში 27 საჯარო მოხელეს, მედიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული სემინარები ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა დიპლომატია, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, სტრატეგია, ეკონომიკა,ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა.

მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელობის ლიდერობის პროგრამა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია საქართველოში ახალგაზრდა საჯარო მოხელეებში ლიდერის უნარების განვითარება. პროექტი ასევე ხელს უწყობს ქართულ-თურქული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას. პროგრამას რონდელის ფონდი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.