X

ლექციები და ტრენინგები

პროექტის „საჯარო მოხელეების ტრენინგი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში“ დასრულების ცერემონია

2017 / 05 / 30

2017 წლის 30 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა პროექტის - „საჯარო მოხელეების ტრენინგი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში“ -  დახურვის ცერემონია, რომელსაც წინ უძღვოდა პროექტის ფარგლებში შექმნილი პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია და განხილვა.  

პროექტი „საჯარო მოხელეების ტრენინგი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში“ წარმოადგენდა მოკლევადიან სასწავლო კურსს, რომელიც ძირითადად გამიზნული იყო საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისათვის, თუმცა მონაწილეობა მიიღო სხვა უწყების წარმომადგენელმაც. სწავლება ზოგადად მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურის თანამშრომლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში. პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები ისეთ დისციპლინებში, რაც დაეხმარება მათი ცოდნისა და უნარების დახვეწა-გაზრდას პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ლექციების პარალელურად პროექტის მონაწილეები მენტორების დახმარებით მუშაობდნენ საკუთარი პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაზე. დოკუმენტების თემები შეირჩა ავტორთა სამუშაოსა და ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარად საჯარო მოხელეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების მიმართულებით.

ცერემონიის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პროექტი განხორციელდა რონდელის ფონდის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 პროექტის (HICD 2020) მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.