X

ლექციები და ტრენინგები

რონდელის ფონდში დაიწყო ახალი პროექტი „ტრენინგი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - DCFTA-ს საკითხებში“

2017 / 09 / 25

2017 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა დაიწყო სასწავლო პროგრამა „ტრენინგი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - DCFTA-ს საკითხებში“. პირველი სალექციო კურსი გაიმართა თელავში. 
ლექცია წაიკითხა ამავე პროექტის ხელმძღვანელმა და რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, რომელიც დამსწრე აუდიტორიას ესაუბრა თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელების შესახებ, ასევე  მიმოიხილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და საქონლით ვაჭრობა: ტარიფები და წარმოშობის წესები. 

ხუთი თვის განმავლობაში სასწავლო ტრენინგი ჩატარდება თბილისში და საქართველოს კიდევ ხუთ რეგიონში (ქუთაისი, თელავი, გორი, ახალქალაქი, მარნეული და ბათუმი). ტრენინგი ძირითადად განკუთვნილია იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკის, ბიზნესის, კლიმატის, სასოფლო მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და სხვა მსგავსი თემების მიმართულებით ასევე, DCFTA-ს მიმართულებით მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის (ადგილობრივი მთავრობა და მუნიციპალიტეტები).

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს DCFTA-სა და ვაჭრობის შესახებ ჟურნალისტების მიერ გაშუქებადობის ხარისხს, ცენტრალური და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს ამ მიმართულებით და გააძლიერებს  DCFTA-სთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი,  USAID / ”მმართველობა განვითარებისთვის“ საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.  

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.