X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია/დისკუსია „რიმის კუნძულის მოჩვენება: როგორ ახდენს სახელმწიფო ანტიტერორისტული ნარატივების ფორმირებას“

2017 / 11 / 07

2017 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია „რიმის კუნძულის მოჩვენება: როგორ ახდენს სახელმწიფო ანტიტერორისტული ნარატივების ფორმირებას“.

ლექცია წაიკითხა საჯარო დიპლომატიის ცენტრის მკვლევარმა ვივიან ვოკერმა.

მომხსენებელმა განიხილა კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ერთი კონკრეტული ძალადობრივი შემთხვევა სახელმწიფო ლეგიტიმაციის განმტკიცებისთვის და შეცვალა ტერორიზმის შესახებ საზოგადოებრივი დისკურსი.  

ღონისძიებას  ესწრებოდნენ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, მედიისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, დაისვა საინეტერესო შეკითხვები. მომხსენებლებმა აუდიტორიასთან ერთად იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წარმატებული საჯარო პოლიტიკის შემუშავება, წინა საარჩევნო პერიოდში სტრატეგიული კომუნიკაციების გამოყენება, ასევე - საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღდეგ ბრძოლის მექანიზმებზე. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.