X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო ერთწლიანი სასწავლო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება“

2004 / 05 / 07

2004 წლის 7 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით დაიწყო სასწავლო პროგრამისთვის „საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება“ სტუდენტების ახალი ნაკადოს მიღება. სასწავლო პროგრამა ხორციელდება ფონდის მიერ RAND კორპორაციასთან თანამშრომლობით. პროგრამაში მონაწილე სტუდენტები წარმოადგენენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოებს. პროგრამის პირველი მოდული არის ეკონომიკა, რომელსაც გაუძღვება ბრიან როზენი, RAND კორპორაციის უმაღლესი სკოლის დოქტორი. სასწავლო პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური.  კურსები მორგებულია მონაწილეების სამუშაო განრიგს და კლასები საღამო საათებში ტარდება. სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ეკომიკა, პოლიტიკური ეკონომიკის ანალიზი
  • გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა
  • საგარეო პოლიტიკის ანალიზი და საერთაშორისო ურთიერთობები
  • პატარა სახელმწიფოები საერთაშორისო ურთიერთობებში
  • მსოფლიო გარდაქმნა და განვითარება
  • დიდი სტრატეგიის თეორია
  • საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის ანალიზი
  • პოლიტიკის ანალიზის თვისებრივი მიდგომები 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.