X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

2018 / 05 / 08

2018 წლის 8 მაისს რონდელის ფონდში დაიწყო სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში.

სასწავლო კურსის მონაწილეებს სტრატეგიის შესახებ პირველი ლექცია წაუკითხა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა როს ჰარისონმა.

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.

აღნიშნულ პროგრამას 2001 წლიდან ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.