X

ლექციები და ტრენინგები

ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში სასწავლო პროგრამის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია

2018 / 07 / 11

2018 წლის 10 ივლისს რონდელის ფონდში „ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში სასწავლო პროგრამის" 2017-2018 წწ.-ის კურსის დასრულებისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი რენო, რომელმაც კურსდამთავრებული საჯარო მოხელეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა და წარმატება უსურვა ახალ ნაკადს.

2017-2018 წლის სასწავლო კურსს, რომელსაც უძღვებოდნენ ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები წარმატებით დაამთავრა საჯარო, სამოქალაქო და მედია სექტორის 31-მა წარმომადგენელმა.

აღნიშნულ პროგრამას 2001 წლიდან ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.