X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“ დასრულების ცერემონია

2018 / 09 / 21

2018 წლის 20 სექტემბერს რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში” 2017-2018 წწ. კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და  შევედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, რომელთაც მიულოცეს კურსდამთავრებულებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება და მონაწილეებს გადასცეს პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პროექტი მიზნად ისახავს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში.

პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.