X

ლექციები და ტრენინგები

HR მენეჯერების სასწავლო ვიზიტი შვედეთში

2018 / 11 / 19

2018 წლის 11-16 ნოემბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით სასწავლო პროგრამის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“- ფარგლებში გაიმართა სასწავლო ვიზიტი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთში.

სასწავლო ვიზიტის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში შვედური გამოცდილების გაზიარება და საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ შვედ კოლეგებს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან და გაეცნენ ადამიანური რესურსების მართვის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მუშაობის პრინციპებს.

ქართულ დელეგაციას შვედეთში უმასპინძლა შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ.

პროგრამა ხორციელდება 2009 წლიდან რონდელის ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.