X

ლექციები და ტრენინგები

გიორგი ბადრიძის კურსი პოლიტიკის ანალიზის შესახებ

2018 / 12 / 21

10-20 დეკემბერს რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, გიორგი ბადრიძემ მთიან გურიასა და აჭარაში, კერძოდ, დაბა ნასაკირალში და ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისთვის წაიკითხა კურსი პოლიტიკის ანალიზის შესახებ. სასწავლო კურსს ესწრებოდნენ ადგილობრივი აქტივისტები, სკოლების მასწავლებლები და დირექტორები, ასევე მუნიციპალიტეტების, საკრებულოსა და რესურსცენტრის წარმომადგენლები.

ლექციები ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“, რომელიც ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მთიან გურიასა და აჭარაში, კერძოდ, სოფელ ზოტში (ჩოხატაური, გურია), დაბა ნასაკირალსა (ოზურგეთი, გურია) და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში (მთიანი აჭარა) ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება-ჩართულობის გაზრდის გზით, რაც სამომავლოდ დაიცავს მათ გარე პროპაგანდისა და გავლენებისგან.

პროექტი მოიცავს მრავალმხრივ მუშაობას ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, ადგილობრივ ლიდერებთან და ქალებთან. პროექტი ასევე მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მიწოდების გზით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ადგილობრივი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მათი ინფორმირებულობის გაზრდას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.