X

ლექციები და ტრენინგები

„სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის“ დასრულების ცერემონია

2019 / 01 / 31

რონდელის ფონდში პროექტის - სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის - დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

რონდელის ფონდის პრეზიდენტმა, ეკატერინე მეტრეველმა კურსის მონაწილეებს მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და გადასცა სერტიფიკატები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს, საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე აღნიშნული პროგრამის ლექტორები და წინა წლების კურსდამთავრებულები. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა სიტყვით მიმართეს აუდიტორიას და ხაზი გაუსვეს პროგრამის მნიშვნელობას და საჭიროებას.

წლევანდელი ჯგუფი რონდელის ფონდის პოლიტიკური სკოლის უკვე მერვე გამოშვებაა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური პარტიების 27-მა წარმომადგენლებმა გაიარა 6-თვიანი სასწავლო კურსი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, მასმედიის როლი პოლიტიკურ საქმიანობაში, ეკონომიკა და ფინანსები, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგიები და სხვა.

პროგრამის მიზანია პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და პოლიტიკურ პარტიებს შორის საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობა. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (National Endowment for Democracy - NED) ხელშეწყობით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.