X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

2019 / 07 / 16

ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში სასწავლო პროგრამის მონაწილეებს პირველი ლექცია  წაუკითხა რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, პროფესორმა ლადო პაპავამ.

სასწავლო პროგრამას ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში რონდელის ფონდი  2001 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. 

პროგრამა ხორციელდება აშშ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.