X

ლექციები და ტრენინგები

საზაფხულო სკოლა "ჩემი სამყარო" ასპინძაში

2019 / 07 / 31

2019 წლის 22-28 ივლისს რონდელის ფონდის ორგანიზებით, პროექტის - „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, ასპინძაში, რაგბის ბაზის ტერიტორიაზე, გაიმართა ერთკვირიანი საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი „ჩემი სამყარო“. ბანაკში მონაწილეობა მიიღო  30-მდე მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ფერია და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან).  

ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ლიტერატურა და მისი როლი პიროვნების განვითარებაში, ჩრდილოეთი კავკასია, კინოს ისტორია; მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მოინახულეს კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები.   

საზაფხულო სკოლა გაიმართა გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა და თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.