X

ლექციები და ტრენინგები

საზაფხულო სკოლა "ჩემი სამყარო" გორში

2019 / 08 / 23

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა, მიმდინარე წელს რიგით მესამე საზაფხულო სკოლა-ბანაკის „ჩემი სამყაროს“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

ბანაკს რონდელის ფონდი თავდაცვის აკადემიასთან ერთად აკადემიის ბაზაზე მართავს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებს სოფელ ზოტის, დაბა ნასაკირალის და ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების 30-მდე მოსწავლე.

როგორც წინა ორ ბანაკში, ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები მოისმენენ ლექციებს და იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ლიტერატურა და მისი როლი პიროვნების განვითარებაში, ჩრდილოეთი კავკასია, კინოს ისტორია; ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში.

ბანაკი მიმდინარეობს გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა და თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.