X

მულტიმედია

100 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან

2021 / 02 / 25

ზუსტად 100 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან. ისტორია საუკეთესო მასწავლებელია და ამდენად, მნიშვნელოვანია იმ მიზეზთა გაცნობიერება, თუ რამ გამოიწვია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ამგვარი დასასრული და რამდენად გარდაუვალი იყო იგი. საბჭოთა კავშირის ისტორიოგრაფიამ არაერთი მითი შექმნა საქართველოს იმდროინდელ მთავრობაში მიმდინარე მოვლენებისა და 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ამ მითების დამსხვრევა საქართველომ უნდა მოახერხოს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა ოკუპაციით მიღებული მორალური და მატერიალური ზარალის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა რაკურსებით უნდა შეფასდეს საქართველოს ოკუპაცია.


მოდერატორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

მომხსენებლები:

სტივენ ჯონსი - ამერიკელი ისტორიკოსი, მასაჩუსეტსის შტატის „მაუნტ ჰოლიოკის“ კოლეჯის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი - „პირველი ქართული რესპუბლიკის დასასრული: გარდაუვალი ბოლო?“

მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - „საქართველოს დამფუძნებელი კრება და 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი“

მიხეილ ბახტაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - „რამდენიმე მითი 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ“

ოთარ ჯანელიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი - „1921 წლის 25 თებერვალი სხვადასხვა რაკურსით

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.