X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია ახლო აღმოსავლეთზე

2019 / 12 / 26

25 დეკემბერს რონდელის ფონდში 2019 წლის ბოლო საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა და მისმა კოლეგამ ლევან მიქელაძის ფონდიდან ლევან ასათიანმა განიხილეს ირანში, სირიაში და თურქეთში მიმდინარე მოვლენები. ასევე რეგიონში საუდის არაბეთს, თურქეთსა და ირანს შორის ურთიერთობების, ევროკავშირისა და ამერიკის როლისა და არსებულ მიმდინარე კონფლიქტებში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ.

დისკუსიას უძღვებოდა სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი.  

შეხვედრა ჩატარდა საჯარო დისკუსიების სერიის ფარგლებში, რომლის მიზანია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური და სამხედრო ინფორმაციის მიწოდება ქართული საზოგადოებისთვის. შეხვედრა განკუთვნილია აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის.     

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.