X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა მოხეს სკოლის მოსწავლეებთან

2021 / 04 / 06

2021 წლის 6 აპრილს, რონდელის ფონდის პროექტის "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ადიგენისა და მოხეს უფროსკლასელებისთვის წაიკითხა ლექციები თემებზე -  "საქართველოს სახელმწიფო მოწყობა" და "აქტიური მოქალაქეობა".

No description available.
პროექტის დახმარებით, სკოლის მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, დემოკრატია, სამოქალაქო აქტივიზმი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ნატო და ევროკავშირი, საქართველო-რუსეთი, ეკონომიკა, საჯარო პოლიტიკა, მეწარმეობა, მედიაწიგნიერება და ა.შ. პროექტში ჩართული ახალგაზრდები ისწავლიან, რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი და შეიძენენ სამართლებრივი სახელმწიფოს მოქალაქისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.