X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა ადიგენისა და მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

2021 / 06 / 07

5 და 6 ივნისს რონდელის ფონდის პროექტის "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, დაბა ადიგენის საჯარო სკოლისა და სოფელ მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ოთხი ლექცია-დისკუსია.

დავით სიხარულიძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - "საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები და ევროპული ინტეგრაცია".  ადვოკატირებისა და ლობირების შესახებ ისაუბრა თეა ბულიამ. ირაკლი ჩხაიძე წარუძღვა დისკუსიას თემაზე "საქართველოს დასავლური გზის ისტორია", ხოლო ოთარ ჯანელიძემ წაიკითხა - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორი მთავრობა". ლექციები ჩატარდა დაბა ასპინძის სარაგბო ბაზაზე.

პროექტის მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდა, ადიგენში მცხოვრებ თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.