X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია ხულოსა და პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებთან

2021 / 05 / 19

2021 წლის 17 მაისს, რონდელის ფონდის პროექტის - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტისა და პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს აქტიური მოქალაქეობისა და პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. დისკუსიას უძღვებოდა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე.

პროექტი მიზნად ისახავს პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.