X

შეხვედრები და დისკუსიები

მსოფლიო ისტორიული სამიტის შემდეგ: რა იქნება შემდეგი?

2021 / 06 / 18

ივნისი დატვირთული თვე იყო სამიტებით - G7, ნატო, აშშ-ევროკავშირი, რასაც მოჰყვა ბაიდენ-პუტინის შეხვედრა ჟენევაში.

რუსეთის საფრთხე, ჩინეთის გამოწვევები, უკრაინასა და ბელარუსში მიმდინარე მოვლენები, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, ტერორიზმი, სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი - ეს არის საკითხები, რომლებიც ყველაზე ხშირად განიხილებოდა უმაღლესი დონის შეხვედრებზე.

რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ? რა მოხდება მომავალში? ახალი ცივი ომი ჩინეთთან? პრაგმატული დიალოგი რუსეთთან? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დისკუსიის დროს!

შემოგვიერთდით ორშაბათს, 21 ივნისს, 14:00 საათზე.

 

მოდერატორი:

ალექსი პეტრიაშვილი - რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.

მომხსენებლები:

ანდრეას უმლანდი - სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის უფროსი მკვლევარი შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში; კიევის მომავლის ინსტიტუტის უფროსი ექსპერტი.

თორნიკე გორდაძე - პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (SciencesPo) პროფესორი; საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

 

სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული (სინქრონული თარგმანი).

*სინქრონული თარგმანი ხელმისაწვდომია მხოლოდ Zoom-ის აპლიკაციის გამოყენებისას.

ვებინარზე რეგისტრაცია: https://us02web.zoom.us/.../reg.../WN_4FbTdEWWTLyQh7GxgQGhrQ

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.