X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე

2021 / 06 / 18

17 ივნისს, დაბა ადიგენში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის თემთა წარმომადგენლებისთვის გაიმართა მრგვალი მაგიდა. სულხან სალაძემ მონაწილეებთან ერთად განიხილა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები.


ღონისძიება გაიმართა პროექტ "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, რომელსაც რონდელის ფონდი ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ადიგენის მუნიციპალიტეტის უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას მათთვის ლექციების ჩატარების გზით, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, რელიგიური ლიდერებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართვას დისკუსიებში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.