X

შეხვედრები და დისკუსიები

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეშვიდე შეხვედრა

2021 / 07 / 06

2021 წლის 30 ივნისს თბილისსა და ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის VII შეხვედრა (EU-Georgia CSP). „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილი პირობების შედეგად შეხვედრა, რომელიც, როგორც წესი, როტაციის წესით ბრუსელსა და  თბილისი ყოველ 6 თვეში ერთხელ იმართება, ამჯერად „ონლაინ“ რეჟიმში მოეწყო და მისი მართვა თბილისიდან, საქართველოს სტრატეგიისა  და საერთაშორისო უთიერთობების კვლევის ფონდიდან (რონდელის ფონდი) განხორციელდა.      

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა (CSP) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თნახმად დაარსდა 2016 წლის 16 ივნისს. ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი  და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფრომა CSP-ს თანადამფუძნებლები არიან. CSP-ის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე აზრთა ურთიერთგაცვლისთვის სივრცის შექმნა, აღნიშნულ საკითხზე მთავრობებისთვის და ინსტიტუტებისათვის რეკომენდაციების შემუშავება,  მათი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსთვის მოწოდება. 

VII შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების წარმმადგენლებმა მოისმინეს ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული გამოსვლები.  შეხვედრა გახსნეს საქართველო-ევროკავშირის სამქალაქო საზოგადოების პლატფორმის თანათავმჯდომარეება ქ-ნმა დოვილე ჯუოდკაიტემ (LFDO) and ბ-ნმა კახა გოგოლაშვილმა (GFSIS)

CSP-ს წევრებმა მოისმონეს შემდეგი პირების მოხსენებები:

  • -ნი მაკა ბოჭორიშვილი - ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
  • -ნი ლოურენს მერედიტი - აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუტციური მშენებლობის  დირექტორი, DG NEAR, ევროკომისია
  • -ნი თამარ გაბუნია - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოაადგილე
  • -ნი დავით ბუჯიაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი
  • -ნი ნიკა სიმონიშვილი - თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტების ასოციაცია (saia)
  • -ნი ნინო მახაშვილი - დირექტორი, ფსიქიატრიის გლობალური ინიციატივა - თბილისი (GIP

იხილეთ აქ დღის წესრიგი.

CSP-ს ქართველმა და ევროპელმა წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეადგინეს, განიხილეს და დაამტკიცეს ერთობლივი დეკლარაცია

შეხვედრის სრული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.