X

შეხვედრები და დისკუსიები

რონდელის ფონდმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, წარადგინა ანგარიში, რომელიც ფინტექის განვითარების ინსტიტუციური გარემოს შექმნის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეხებოდა

2022 / 12 / 12

6 დეკემბერს რონდელის ფონდმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, წარადგინა ანგარიში, რომელიც ფინტექის განვითარების ინსტიტუციური გარემოს შექმნის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეხებოდა.

პრეზენტაციაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ციფრული გადახდის სერვისები, ციფრული ბანკინგი, ელექტრონული ფულის სერვისები, ღია ბანკინგი, ქრაუდფანდინგი და საქართველოში ფინტექის ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივები.

ფონდის სახელით დამსწრეთ სიტყვით მიმართა რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა და პროექტის ხელმძღვანელმა მერაბ კაკულიამ. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა პაპუნა ლეჟავა, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი.

ანგარიშის წარდგენაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინტექ ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დავით კიკვიძე და ლიბერთი ბანკის შესაბამისობის სტანდარტების განყოფილების უფროსი ოლიკო კობალაძე.

მადლობას ვუხდით ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომლებიც აქტიურად იყო ჩართული შუალედური ანგარიშის საკონსულტაციო განხილვაში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.