X

შეხვედრები და დისკუსიები

,,თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში'' პროექტის მონაწილე ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია ხულოში

2023 / 07 / 14

პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ უკვე წლებია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების მიზიდულობის ცენტრად გადაიქცა და 900-მდე ახალგაზრდას აერთიანებს მაღალმთიანი აჭარიდან და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან.

2023 წლის 11 ივლისს პროექტის ფარგლებში გამართული ვიქტორინის გამარჯვებულები ხულოს მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან გამოვლინდნენ, რომლებსაც ლეპტოპები, ტელეფონები, პლანშეტები და რონდელის საზაფხულო ბანაკის საგზურები გადაეცათ. პროექტის მიზანია, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით და აქტივობებით ხელი შეუწყოს ადგილობრივი საჯარო სკოლების 14-18 წლის მოსწავლეების ინტეგრაციას, შიდა და საგარეო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, მედეგობის გაძლიერებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

რონდელის ფონდის პროექტი "თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში" საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.